“ა” ლიგის საკვალიფიკაციო: “კაქტუსმა” და “აკადემიამ” ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს
სუპერლიგის “ა” ლიგის შესარჩევი ტურნირის მეორე სათამაშო დღე საკალათბურთოაკადემიაში ჩატარდა. ერთმანეთის პირისპირ „ბ“ ჯგუფის წევრები წარსდგნენ: „კაქტუსი“ „მარნეულს“ შეხვდა, ხოლო „აკადემია“ – „კრისტალს“.
მოედანზე ვიხილეთ ზაზა გაბისონია, რომელიც ქართული კალათბურთის სტაჟიანგულშემატკივარს გასული საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული ჩემპიონატიდან ახსოვს.გაბისონია რუსთავის „აზოტში“ თამაშოდა, დღეს კი მარნეულში კალათბურთის სექციებსწვრთნის და გუნდი „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირშიც გამოიყვანა.
„მარნეულში” თაობათა სინთეზია. 40 წელს გადაბიჯებულ გაბისონიასთან ერთად გუნდში 18-წამდელთას ჩემპიონატის მონაწილენი და რა თქმა უნდა, შუა ხნის კალათბურთელებიცთამაშობენ. ჰოდა, ამ ბიჭებმა დღეს კინაღამ „კაქტუსს“ სძლიეს. ეს უკანასკნელი ახალგაზრდა,თუმცა საკმაოდ კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.
„მარნეული“ თავიდან კი ჩამორჩა, თუმცა მეორე ტაიმში დიდი ბრძოლისუნარიანობაგამოავლინა და გამარჯვებაც შეეძლო. ბოლო წუთი რომ დაიწყო, გაბისონიას გუნდი ქულასაგებდა და ბურთს ფლობდა. მათდა სამწუხაროდ, შეტევაში ბურთი დაიკარგა და გამარჯვებაკაქტუსელებს დარჩათ.
“კაქტუსის” შემადგენლობაში 13 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი რომან ტუკვაძემდააფიქსირა. 12 ქულა გიორგი ნანიტაშვილის ანგარიშზეა დაგროვდა. მარნეულელთაგან 15ქულით საუკეთესო შედეგი ირაკლი ჯანხოთელმა დააფიქსირა.
მეორე მატჩში ერთი გუნდის შემადგენლობაში ერთბაშად 3 ლეგიონერი ვიხილეთ. “აკადემიამ” უკრაინელ მოთამაშეთა ტრიო ჩამოიყვანა და მათი დახმარებით სურს ჯერ “ა”ლიგაში მოხვედრა და შემდეგ სუპერლიგაში გადასასვლელად ბრძოლა.
ალექსეი ჟუკი, ევგენი ვორნიკი, სტანისლავ სოკური – ამ უკრაინელი მოთამაშეებიდან 2მათგანი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, თუმცა დღეს მოედანზე საკმაოდ დამაჯერებლადგამოიყურებოდნენ და აკადემიელთა გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
“კრისტალის” გუნდის წევრებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ლეგიონერებით გაძლიერებულახალგაზრდა აკადემიელებს და საბოლოოდ 32 ქულით – 59:91 დამარცხდნენ.
ხვალ “ა” ლიგის აკვალიფიკაციო ტურნირის 1 მატჩი კვლავ საკალათბურთო აკადემიაშიგაიმართება.
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი. აკადემია. 12 თებერვალი
კაკტუსი 53:49 მარნეული
18:7, 8:7, 15:15, 12:20
კაკტუსი: ტუკვაძე (13 ქულა, 13 მოხსნა), ნანიტაშვილი (12), არწივიძე (8), ხიზანიშვილი (6)
ნარნეული: ი. ჯანხოთელი (15), ბ. ჯანხოთელი (11 ქულა, 10 მოხსნა), გაბისონია (2 ქულა, 10მოხსნა)
აკადემია 91:59 კრისტალი
27:17, 20:12, 27:20, 17:10
აკადემია: ღურწკაია (18), სოკური (17 ქულა, 8 მოხსნა), ხუციშვილი (13)
კრისტალი: ტყეშელაშვილი (14), დ. თენიეშვილი (9)
gbf.ge