ბუნდესლიგა: 21-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 21-ე ტურის პრევიუს.
დორტმუნდი – მაინცი
“მაინცთან” მატჩი “დორტმუნდისთვის” ზედიზედ მეორე გამარჯვების მოსაპოვებლად შესანიშნავი შანსია.
უკანასკნელად ასეთი “სეირა” კლოპის გუნდმა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოაცხო. თუმცა, ახლა დორტმუნდში ვითარება თანდათან უკეთესობისკენ იცვლება, რაც “ფრაიბურგთან” მოპოვებულ გამარჯვებაზეც აისახა. გარდა ამისა, კლუბთან კონტრაქტო მარკო როისმაც გაახანგრძლივა – ეს უდავოდ დადებითი ნიშანია.
მატჩი განსაკუთრებულია იურგენ კლოპისთვის, რომელმაც სახელი სწორედ “მაინცთან” მუშაობით გაითქვა.
ბაიერნი – ჰამბურგი
ჩავარდნილი პირველი წრის შემდეგ “ჰამბურგი” 2015-ში გამოსწორდა და ჩემპიონატის მეორე ეტაპი კარგად დაიწყო. თუმცა, მიუნხენში აშკარა ფავორიტები მასპინძლები არიან და ჰამბურგელებისთვისაც პროგრამა მაქსიმუმი, ალბათ, ერთი ქულის მოპოვება იქნება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ბაიერნს” მალე ჩემპიონთა ლიგაში “შახტართან” ელის შეხვედრა. არ არის გამორიცხული, რომ გვარდიოლამ ამის გამო შემადგენლობის როტაცია მოახდინოს და “ჰამბურგთან” შანსი უახლოეს რეზერვს მისცეს.
ლევერკუზენი – ვოლფსბურგი
ტურის ცენტრალურ შეხვედრას შაბათს ლევერკუზენი უმასპინძებს, სადაც ადგილობრივ გუნდს “ვოლფსბურგი” ეწვევა.
ბუქმეიკერები წყვილში ფავორიტად მასპინძლებს მოიაზრებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლევერკუზენელებს ბოლო დროს მომენტების შექმნასთან და შემდეგ მათ რეალიზაციასთან გარკვეული პრობლემები შეექმნათ, რაც სატურნირო ცხრილზე და ბოლო შედეგებზეც აისახა.
“ვოლფსბურგი” კი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. 2015 წელს გამართულ სამ შეხვედრაში ჰეკინგის გუნმა 7 ქულას მოუყარა თავი, მეტოქეთა კარში კი 8 გოლის გატანა შეძლო.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
13.02 | 23:30 | დორტმუნდი | 1.39 | 5.20 | 7.15 | მაინცი | დაწვრილებით | |
14.02 | 18:30 | ბაიერნი | 1.10 | 10.00 | 25.00 | ჰამბურგი | დაწვრილებით | |
14.02 | 18:30 | ლევერკუზენი | 2.40 | 3.40 | 2.95 | ვოლფსბურგი | დაწვრილებით | |
14.02 | 18:30 | გლადბახი | 1.80 | 3.50 | 4.80 | კიოლნი | დაწვრილებით | |
14.02 | 18:30 | ჰოფენჰაიმი | 2.05 | 3.65 | 3.50 | შტუტგარტი | დაწვრილებით | |
14.02 | 18:30 | ვერდერი | 2.70 | 3.20 | 2.75 | აუგსბურგი | დაწვრილებით | |
14.02 | 21:30 | აინტრახტი | 2.45 | 3.40 | 2.90 | შალკე 04 | დაწვრილებით | |
15.02 | 18:30 | ჰერტა | 2.15 | 3.35 | 3.50 | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |
15.02 | 20:30 | ჰანოვერ 96 | 1.85 | 3.70 | 4.30 | პადერბორნი | დაწვრილებით |