აზარი, როისი და კიდევ 8 ფეხბურთელი, რომლებმაც გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმეს
ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ 10 ფეხბურთელს, რომელთაც თავიანთ კლუბებთან ახლახანს გააფორმეს ახალი ხელშეკრულება.
პადი მაკნეირი – “მანჩესტერ იუნაიტედთან” 19 წლის მცველმა 2017 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
ანტონიო ბარაგანი – “ვალენსიას” მარჯვენა მცველი გუნდში 2017 წლამდე დარჩება.
ფრედი – 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის “გმირმა” “ფლუმინენსესთან” თანამშრომლობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაწყვიტა.
გრანიტ ჯაკა – 22 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი “ბორუსია მ”-ში 2019 წლამდე იასპარეზებს.
კევინ ტრაპი – 24 წლის მეკარე “აინტრახტში” 2019 წლამდე იმუშავებს.
ფრანსის კოკელენი – ფრანგი კიდევ 4 წელი ლონდონურ გუნდში იასპარეზებს.
მარკო როისი – მიუხედავად ბუნდესლიგაში წარუმატებელი სეზონისა, გერმანელი ნახევარმცველი 2019 წლამდე კვლავ უერთგულებს “ბორუსია დორტმუნდს”.
ჰარი კეინი – ინგლისელმა ახალგაზრდამ “ტოტენჰემის” ფანები გაახარა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ჰარი ლონდონელებისთვის 2020 წლამდე შეუტევს.
ფელიპე კოუტინიო – ბრაზილიელი “ჯადოქარი” მერსისაიდულ გუნდში 2020 წლამდე ითამაშებს.
ედენ აზარი – ბელგიელმა შემტევმა “ჩელსისთან” ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.