“ბორუსიამ” “მაინცს” სძლია
ბუნდესლიგის 21-ე ტურის პირველ შეხვედრაში “ბორუსიამ” დორტმუნდში “მაინცი” მიიღო და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია. თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც სტუმრებმა პირველ წუთზე სოტოს მიერ გატანილი გოლით მოიგეს, მასპინძელთა შანსები წარმატების მიღწევაძე ძალიან მცირე იყო. მაგრამ, შესვენებიდან 10 წუთში კლოპის შეგირდები უკვე წინ იყვნენ.
49-ე წუთზე სუბოტიჩმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი მარკო როისმა თავისიანები წინ გაიყვანა. თუმცა, დორტმუნდელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, “მაინცმა” ზუსტად ერთ წუთში წონასწორობა მაილის ძალისხმევით აღადგინა.
გადამწყვეტი უპირატესობა დორტმუნდელებმა 70-ე წუთის შემდეგ მოიპოვეს, როდესაც ჯერ ობამეიანგის გოლით კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. შემდეგ კი ნური შაჰინმა მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა და საბოლოო ანგარიში, 4:2 დააფიქსირა.