ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოიგებს „ჩელსი“ პრემიერლიგას
ლონდონის „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის პირველ ადგილზე რჩება და უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ ხუთი ქულით უსწრებს. გარდა მისა, კონკურენტებთან შედარებით, ლონდონელებს სხვა უპირატესობებიც აქვთ.
ჩინებული მეკარეები
„ჩელსის“ კონკურენტებს შორის მეკარეთა ასეთი დუეტი არავის ჰყავს. მოურინიო გოლკიპერების ხასიათს ძალიან კარგად გრძნობს და მისი მცირე დაცემისას იგი ერთ მეკარეს მეორეთი ვცლის, თანაც, იგი ტურნირს ყურადღებას სულ არ აქცევს. როგორც შედეგი, ფორმალურად მეორე მეკარე პეტრ ჩეხმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა. ჩეხი პორტუგალიელი სპეციალისტის თვალში კვლავ დიდებული მეკარეა. ის, რომ გამოცდილმა კარის დარაჯმა ზამთარში კლუბი არ დატოვა, ნიშნავს იმას, რომ მას იქ თავისი მნიშვნელოვანი როლის შესახებ ესმის.
ლიდერების გარეშე თამაშის უნარი
რა მოსდის „მანჩესტერ სიტის“, რომელსაც რამდენიმე კვირს განმავლობაში იაია ტურე ვერ ეხმარება? „ქალაქელები“ ყველა ფრონტზე მარცხდებიან. რა სჭირს „ჩელსის“, რომელიც 2-3 ტურის საუკეთესო ასისტენტისა და ბომბარდირის გარეშე რჩება? მოურინიოს ბიჭები 9 შესაძლო ქულიდან შვიდს აგროვებენ, ორ ქულას კი ნახსენებ „სიტისთან“ კარგავენ, რაც კატასტროფა ნამდვილად არაა. „ბალანსი“ ჟოზე მოურინიოს ფილოსოფიის მთავარი სიტყვაა, ასე რომ, გუნდს პანიკა ნაკლებად აქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა გუნდი ინდივიდუალურ ოსტატობაზე მაღლა დგას.
პატარა, მაგრამ ხარისხიანი
საუბარი, რა თქმა უნდა, „ჩელსის“ სათადარიგო სკამზეა. აქ შეტევაზე ორიენტირებული ბევრი მოთამაშე არაა, ისე, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედში“. „არისტოკრატთა“ სათადარიგოთა სკამზე ბევრი ვარსკვლავი არ ზის (რასაც „მანჩესტერ სიტიზე“ ვერ ვიტყვით). გუნდს წამყვან პოზიციაზე ისეთი კონკურენცია აქვს, რომელიც ლიდერებს ყოველთვის კარგ ფორმაში ტოვებს. ამ თეორიას კუადრადოს ზამთრის ტრანსფერი კარგად ერგება. ამის შემდეგ ექსპერტებს ვილიანი გაახსენდათ და ისინი მის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდნენ. თუმცა, კუადრადომ ჩინებულად ითამაშა, ვილიანმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
კალენდარი
პრემიერლიგის დარჩენილი 13 მატჩიდან შვიდს მოურინიოს გუნდი სახლში ითამაშებს, გასვლით მატჩებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი „ჩელსისთვის“ „არსენალთან“ ფორმალური გასვლაა. გასაგებია, რომ ინგლისში წინასწარ ქულების დაწერა არ შეიძლება, რამეთუ აქ ფავორიტისთვის პრობლემის შექმნა აუტსაიდერსაც შეუძლია. მსგავსს „მანჩესტერ სიტიზე“ ვერ ვიტყვით – პელეგრინის მეტოქეთა შორის „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ იქნებიან.
სხვადასხვა ფეხბურთის ჩვენების უნარი
ალბათ, ეს დღევანდელი „ჩელსის“ საუკეთესო პლიუსია, რაც „ევერტონთან“ მატჩებმა აჩვენეს. მოურინიომ თავის გუნდს სხვადასხვა თამაშის ჩვენება ასწავლა. იგი ამ გუნდს 100%-თ გრძნობს. დიახ, ჟოზეს მეტოქის თამაშის მიხედვით თამაში არ ერიდება და ამის გამო ლონდონელებს სხვა ვერავინ დაადანაშაულებს. რა თქმა უნდა, საუბარი ლეგენდარულ „ავტობუსზეა“… თუმცა, როგორ შეუძლია ჩემპიონატში საუკეთესო თავდასხმის მქონე კოლექტივს ამ სტილის ფეხბურთს თამაში? მოურინიოს დიდი „ავტოპარკი“ აქვს, რომლის გამოყენებაც მან კარგად იცის.