9-კაციანმა „მილანმა“ „ემპოლისთან“ ფრედ ითამაშა
„მილანსა“ და „ემპოლის“ შორის იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის მატჩი საკმაოდ დრამატულად მორჩა.
მე-8 წუთზე მასპინძლებს იძულებით ცვლილება მოუწია – ტრავმირებული ალექსი ბოკეტიმ შეცვალა. ანგარიში კი მე-40 წუთზე გაიხსნა, როდესაც მენეზმა მარცხენა ბონავენტურას მარცხენა ფლანგზე პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის პასს კი დესტრო გამოეხმაურა, რომელმაც „მილანის“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა – 1:0.
მეორე ნახევარში „შავ-წითლებმა„ უპირატესობის შენარჩნება ვერ შეძლეს – 68-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის დახმარებით მასიმო მაკარონემ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე მასპინძელთა მეკარე დიეგო ლოპესმა თავისი გუნდი უმცირესობაში დატოვა – ბურთის თამაშში შეყვანინსას ესპანელმა კიპერმა იგი „ემპოლის“ მოთამაშეს გაარტყა, რის შემდეგაც საჯარიმოს გარეთ ხელით თამაში მოუწია. შედეგად, ინძაგის ბოლო ცვლილების გამოყენება მოუწია, მოედანი კი გოლის ავტორმა მატია დესტრომ დატოვა – კარში აბიატი ჩადგა. რამდენიმე წუთში მილანელები 9 კაცითაც დარჩნენ – ტრავმა პალეტამ მიიღო, ცვლილების უფლება პიპოს აღარ ჰქონდა.
საბოლოოდ, 1:1 და „მილანმა“ 30 ქულა დააგროვა, ხოლო „ემპოლის“ მონაგარი ამჟამად 24 ქულას შეადგენს.