„ბარსელონა“ – „ლევანტე“ 5:0
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურში „ბარსელონამ“ „ლევანტე“ მიიღო და ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
ანაგრიში მე-17 წუთზე ლიონელ მესის პასის შემდეგ ნეიმარმა გახსნა. 38-ე წუთზე კატალონიელთა უპირატესობა მესიმ ორამდე გაზარდა. მეორე ნახევრის მე-14 წუთზე არგენტინელმა მორიგი გოლი გაიტანა, შვიდ წუთში კი პენალტით ჰეთთრიკიც გაიფორმა, რომელიც მისთვის სარეკორდო გამოდგა. წერტილი კი შეხვედრაში 73-ე წუთზე ადრიანოს პასით ლუის სუარესმა დასვა, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.
„ბარსელონა“ – „ლევანტე“ 5:0
გოლები: ნეიმარი 17′, მესი 38, 59, 66, სუარესი 73′