დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ლიორენტე ტოტენჰემს სურს
ფერნანდო ლიორენტისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი ლონდონის “ტოტენჰემია”. “იუვეს” შემტევის მიმართ ინტერესს “არსენალი” და “ლივერპულიც” იჩენენ.
რაკიტიჩის უარი ინგლისურ კლუბებს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ინგლისური კლუბები უარით გაისტუმრა. მის მიმართ ინტერესს “არსენალი” და მანჩესტერული კლუბები იჩენდნენ.
მილუოლი პენანტს აკვირდება
ცნობილის ინგლისელი ნახევარმცველი, ჯერმენ პენანტი, კარიერის გაგრძელებას “მილუოლში” იმედოვნებს. “არსენალის” ყოფილი მოთამაშე ამჟამად ხსენებულ კლუბში სინჯებზეა.
ინტერი ფელიპეზე ფიქრობს
იტალიური პრესის ცნობით, “პარმას” ყოფილი მცველი, ფელიპე, მილანის “ინტერში” ისინჯება.
მანჩესტერს და არსენალს გიუნდოგანი სურთ
“მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” “დორტმუნდიდან” ილკაი გიუნდოგანის გადაბირებას ეცდებიან. ტრანსფეირს განხორციელება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგაა მოსალოდნელი.