სეზონი თასის მატჩებით განახლდება – ცენტრი გორშია
საქართველოში საფეხბურთო სეზონის დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალური შეხვედრებით განახლდება. მატჩებს უმასპინძლებენ თბილისი, რუსთავი, სამტრედია და გორი, სადაც დღის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება.
ცხინვალი – ვიტ ჯორჯია
მიხეილ მიესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე “ცხინვალი” “ვიტ ჯორჯიას” მიიღებს. გუნდებს მიმდინარე სეზონში განსხვავებული მიზნებით აქვთ და წყვილში აშკარა ფავორიტი რა თქმა უნდა კახი კაჭარავას გუნდია. ცხინვალელებმა თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარეს, შემადგენლობა გადაახალისეს და ახალ წელს ახალი იმედებით ხვდებიან. “ცხინვალს” ოპტიმიზმის საფუძველს ისიც აძლევს, რომ მიმდინარე სეზონში მატ “ვირ ჯორჯიას” დამარცხება ერთხელ უკვე შეძლეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აშკარად “ვეტერინართა” მხარეს არის, რომლებმაც ცხინვალელებთან ჩატარებული 28 მატჩიდან 14-ის მოგება შეძლიეს. ცნობისთვის, “ცხინვალმა” მეტოქის დამარცხება მხოლოდ 8-ჯერ მოახერხა.
სამტრედია – ტორპედო
საინტერესო შეხვედრა გაიმართება სამტრედიაში, სადაც ადგილობრივ კლუბს ქუთაისის “ტორპედო” ესტუმრება. ზამთრის პაუზის დროს ორივე გუნდმა საკმაოდ კარგი შევსება მიიღო და სეზონის დასრულებისთვის მაღალი მიზნებიც დაისახა.
თასზე წარმატებული თამაში განსაკუთრებით “ტორპედოსთვის” არის მნიშვნელოვანი, რადგან პირველი წრის ბოლოს დაკარგულმა ქულებმა ქუთათურები მოწინავე პოზიციებს საკმაოდ დააშორა. შესაბამისად, ევროტურნირებზე გასვლა თასიდან უფრო რეალური ჩანს. თუმცა, ამის გაკეთება არც ჩემპიონატიდან არის გამორიცხული.
მეტალურგი – ჩიხურა
რუსთავის “მეტალურგი” “ფოლადზე” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლებს. მასპინძლები უბრალოდ კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. შესანიშნავად ჩატარებული პირველი წრის შედმეგ, ფინანსური პრობლემების გამო გუნი ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. საჩხერელებთან მოედანზე დუბლების და ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელების გამოსვალაა მოსალოდნელია. ცალსახაა, რომ ფავორიტი ამ წყვილში “ჩიხურაა”, რომელსაც მატჩის მოგება არ უნდა გაუჭირდეს.
დილა – დინამო
და ბოლოს, ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელსაც გორი უმასპნიძლებს. თენგის ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთის წინააღმდეგ ეროვნული ჩემპიონატის ორი ლიდერი, გორის “დილა” და “დინამო თბილისი” წარსდგებიან.
ორივე გუნდმა შეკრება თურქეთში გაიარა და შემადგენლობაც არაერთი ადგილობრივი და უცხოელი ფეხბურთელით გააძლიერა. “დილა” და “დინამო” თასის გათამაშებაში ერთმანეთს შარშანა, ნახევარფინალში შეხვდნენ. ის ორმატჩიანი დუელი თბილისელებმა დამაჯერებლად, 5:2 მოიგეს. საერთო ჯამში კი ამ გუნდები დაპირისპირებათა ისტორია 52 შეხვედრას ითვლის, სადაც “დინამო” 41 გამარჯვებით საგრძნობ უპირატესობას ფლობს.