დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
არსენალი ჟინიაკს აკვირდება
ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის “არსენალი” “მარსელელ” ანდრე-პიერ ჟინიაკს კვლავ აკვირდება. “მეთოფეებს” ფორვადის დამატება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სურთ.
ბერარდი ფიორენტინას უახლოვდება
“სასუოლოს” ფორვარდი, დომენიკო ბერარდი, ზაფხულში, შესაძლოა, “ფიორენტინას” მოთამაშე გახდეს. ამჟამად ფეხბურთელი “სასუოლოს” და “იუვენტუსის” საკუთარებაშია.
სიტი და პსჟ გაიტანისთვის იბრძოლებენ
“მანჩესტერ სიტი” და პსჟ “ვალენსიასთან” ერთად “ბენფიკადან” ნიკოლას გაიტანის გადასაბირებლად იბრძოლებენ. მოთამაშის კონტრაქტში ჩაწერილი სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.
ჩელსის დიბალა სურს
“ჩელსის” ხელმძღვანელობა “პალერმოს” პაულო დიბალას ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა. იტალიელები მოთამაშეს მხოლოდ დიდი თანხოს სანაცვლოდ შეელევიან.
მანჩესტერი გარაის შეიძენს
“მანჩესტერ იუნაიტედი” “ზენიტიდან” ეზეკილ გარაის შეიძენს. ტრანსფერი სავარაუდო საფასური 18,5 მილიონი გირვანქა იქნება. მოთამაშის მიმართ ინტერესს “იუვენტუსიც” იჩენს, თუმცა ფავორიტები მანჩესტერელები არიან.