ლუის ენრიკე: „მალაგასთან“ მატჩი არ უნდა დაგვავიწყდეს“
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელებს „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროებით დავიწყება და ყურადღების „მალაგასთან“ ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესი ტურის შეხვედრაზე გადატანა ურჩია.
„ყველა ტიტულის მოგება და ყველა მატჩში გამარჯვება გვსურს. ჩვენი სამუშაოს შესრულებას ვცდილობთ, რომელიც სწორედ ამაში გამოიხატება. ამ მომენტისთვის ყურადღებას მხოლოდ „მალაგასთან“ შეხვედრაზე ვამახვილებ. „მანჩესტერ სიტი“ გასული სეზონიდან მახსოვს. წელს ამ გუნდის თამაშებს ვუყურებ, თუმცა დროებით ყურადღებას სხვა შეხვედრაზე გადავიტან. ახლა იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ პრიმერა უყურადღებოდ დავტოვოთ. ასეთი შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია.
დავამატებ, რომ მოგებების სერიამ ბიჭებს მოვიტაცია და თავდაჯერებულობა მისცა. გადამწყვეტი თვეები ახლოვდება. წინ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის პლეიოფი გველის. სეზონის ამ ნაწილს კარგი ფორმით ვხვდებით“, – განაცხადა „ბარსას“ დამრიგებელმა.