„დილამ“ მეორე წრე „ცხინვალთან“ მოგებით დაიწყო
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის პირველი მატჩი მეორე ადგილზე მყოფმა გორის „დილამ“ „ცხინვალთან“ მიხეილ მესხის სახელობის სარეზერვო სტადიონზე გამართა. მატჩი საინტერესო ეპიზოდებით გამოირჩა და გორელთა მინიმალური სხვაობით გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
უკვე მეორე წუთზე მსაჯს ყვითელი ბარათის ამოღება მოუწია – მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ხურცილავამ ითამაშა. შეხვედრის დებიუტში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. აღსანიშნავია მე-18 წუთზე სეთურიძის ნომრის დარტყმა, რომელსაც მცველი გადაეღობა, დამატებაზე კი გორელებმა ვერ გაიტანეს. ორ წუთში ხიფათი „დილას“ კართანაც შეიქმნა, თუმცა მიგინეიშვილმა ივარგა და ბურთი კუთხურზე გადაიყვანა. 22-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძემ შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი მეტოქის კარს ასცდა. 28-ე წუთზე ცხინვალელთა კართან ხიფათი შეიქმნა – ლაშა ჯაფარიძემ ბურთი საინტერესო ტრაექტორიის გაგზავნა, თუმცა ჩაწოდებას ვერავინ გამოეხხმაურა. 31-ე წუთზე კუთხურის შემდეგ „ცხინვალის“ კართან არეულობა შეიქმნა – საბოლოოდ, გორელიშვილს მეკარემ დაასწრო. „დილა“ შეტევას აგრძელებდა – 35-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი გიორგი სეთურიძის თავური დარტყმა მეტოქის კარს მცირე მანძილით ასცდა. ზოგადად პირველ ტაიმში აღსანიშნავი სწორედ სეთურიძის თამაში იყო – ცოტა ხანში გიორგიმ ფლანგიდან თავად შეუტია და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერც ამ ეპიზოდში მიაღწია. ტაიმის ბოლოს ნიკოლოზ ჯიშკარიანის შორეული დარტყმის აღება მიგინეიშვილისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე მოდებაძის შორეულ დარტყმას მეკარე გამოეხმაურა.
მეორე ტაიმის დებიუტშივე ლაშა შინდაგორიძემ „დილას“ კარისკენ შორიდან დარტყმა სცადა. რამდენიმე წუთში გიორგი ივანიშვილმა საჯარიმო შეასრულდა, რომელიც ომარ მიგინეიშვილმა ხელში აიღო. „ცხინვალს“ შანსები ორ წუთშიც ჰქონდა, როდესაც შინდაგორიძემ კიდევ ერთხელ დაარტყა. ზუსტად ერთ წუთში ცხინვალელთა ათიანმა მიგინეიშვილის კარის აღება კვლავ სცადა, ღუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. 55-ე წუთზე ნიკოლოზ კაჭარავა მცველებს ჩინებულად გასცდა და მეტოქის კართან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოო დარტყმა ძლიერი არ ყოფილა – მიგინეიშვილი ბურთს უპრობლემოდ. სულ მალე ცერცვაძემ ბურთი საინტერესო ტრაექტრიით გაგზავნა – „დილა“ გაშვებულ გოლს ამჯერადაც მეკარის დახმარებით გადაურჩა. 61-ე წუთზე მიხეილ გორელიშვილი მეტოქე გუნდის მცველებს გაუმკლავდა და ბურთი მეკარისთვის ახლო კუთხეში გაგზავნა -1:0. პირველი ცვლილებები მწვრთნელებმა 64-ე წუთზე გამოიყენეს. „ცხინვალის“ რიგებში ცაცყრიალაშვილის ნაცვლად მეოდანზე ლექვთაძე გამოჩნდა, ხოლო „დილას“ რიგებში თექთურმანიძის ადგილი სლავკომ დაიკავა. „ცხინვალი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა – კიდევ ერთი შორეუlი დარტყმა გიორგი ივანიშვილმა მიითვალა. მსგავსი პოზიციიდან გიორგი იმედაშვილმაც დაარტყა. 78-ე წუთზე მოდებაძის ნაცვლად თამაშში გიორგი ერისთავი ჩაერთო, რომელიც სწრაფადაც გამოირჩა, როდესაც მეტოქეებს გასცდა და ზუსტ დარტყმამდე ცოტა დააკლდა. ცოტა ხანში ერისთავმა ფლანგიდანაც შეუტია – ამჯერად გორის გატანაში მას ხელი მეკარემ შეუშალა. გორელებს შანსი საჯარიმო დარტყმის შემდეგაც ჰქონდა, ბურთი კი კარს კვლავ მცირე მანძილით ასცდა. 84-ე წუთზე კაჭარავამ მეტოქის საჯარიმოში სიმულაციისთვის ყვითელი ბარათi მიიიღო. „დილას“ უპირატესობის გაზრდა 86-ე წუთზე შეეძლო, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულს ალან ბაბაევი გამოეხმაურა, რომლის დარტყმაც ძელს მოხვდა.
საბოლოოდ, 0:1 – „დილამ“ 31 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ კვლავ ერთი ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, თბილისელებმა გასვლაზე „სამტრედია“ ასევე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
„ცხინვალი“ – „დილა“ 0:1
გოლი: გორელიშვილი 61′