უხვგოლიანი მატჩი მცხეთა პარკზე
დღეს, მცხეთა პარკზე უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში „ვიტ ჯორჯიამ“ მარტვილის „მერანი“ მიიღო.
მატჩის პირველი ნახევარი ძირითადად მოედნის ცენტრში წარიმართა. გუნდებს მომენტები შექმნა უჭირდათ. მეტნაკლები ხიფათი მხოლოდ შორეულ დარტყმებს მოყვებოდა, თუმცა მათი უმეტესობა მიზანს დიდი მანძილით სცდებოდა. შესვენებამდე ერთადერთი საგოლე მომენტი „მერანმა“ შექმნა და მისი რეალიზებაც მოახერხა. 34-ე წუთზე მოწოდებული კუთხური წურწუმიამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 0:1.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, რაც მალევე შედეგზე აისახა. 64-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გარღვევის შემდეგ ანგარიში კურდღელაშვილმა გაათანაბრა, რომელმაც ბურთი კარში თავით გადაგზავნა. ზუსტად სამ წუთში კი ანალოგიური კომბინაცია კვალვ კურდღელაშვილმა დაასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მალევე „ვიტს“ მესამედაც შეეძლო გატანა, თუმცა ღიბრაძის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.
გაშვებული გოლების შემდეგ „მერანმა“ მოუმატა და ბოლო წუთებზე მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდა, რაც საბოლოოდ გატანილი გოლით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის სურათის შეცვლაში დიდი როლი ლობასის გადაადგილებებმა ითამაშე. შეცვალზე შესული პეტავა-ციცხვაიას კომბინაციის შემდეგ ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში წყაროზიამ 84-ე წუთზე დააფიქსირა. დარჩენილ წუთებში უფრო მეტად მარტვილელები აქტიურობდნენ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდება მეორე წრე ფრით დაიწყეს.
ვიტ ჯორჯია 2-2 მერანი
გოლები: წურწუმია 34’ (0:1), კურდღელაშვილი 64’ ; 67’ (2:1); წყაროზია 84’ (2:2)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, გეთიაშვილი, ჩიტიშვილი, დავლაშელიძე (ღიბრაძე 15’), გახარია, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი (გიორგაძე 75’), კახაბრიშვილი(ხვისტანი 61’), ლობჯანიძე.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
მერანი: მამალაძე, ციცხვაია, ორბელაძე, ლომაშვილი, კიკნაველიძე, ქიქავა, წყაროზია, ფონიავა (კუშნირი 73’), შულაია, წურწუმია (პეტავა 68’), ლომია (ციცხვაია 73’)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი