დრამატული მატჩი სან-სებასტიანაში
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “რეალ სოსიედადმა” “სევილიას” უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში, 4:3 მოიგო.
ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა და მასპინძლები აგირეჩემ დააწინაურა. სან-სებასტიანელები დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კოლოძიეჩაკის გოლით “სევილიამ” გათანაბრება შეძლო. სტუმრების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. თამაშის განახებიდან 3 წუთში მასპინძლები ხაბი პრიეტომ პენალტით დააწინაურა, რის შემდეგაც კვლავლ სტუმრების ჯერი დადგა. 67-ე წუთზე “სევილიამ” ბაკას გოლით გაათანაბრა, 78-ზე კი გამეირომ 11-მეტრიანით თავისიანები წინ გაიყვანა. თუმცა, სევილიელებმა კვლავ მალევე გაუშვეს. 82-ზე ანგარიში ალეხანდრო არიბასის გოლით გათანაბრდა. გადამწყვეტი კი შეხვედრის ბოლო წუთი აღმოჩნდა. “რეალ სოსიედადმა” ხაბი პრიეტოს გოლით პრინციპულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.