მილნერი “ბარსელონასთან” ითამაშებს
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი, საკუთარ გუნდს “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩემიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში დაეხმარება. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ტრავმის გამო 29 წლის მოთამაშემ პრემიერლიგაში “ნიუკასლთან” გამართული შეხვედრა გამოტოვა, რომელიც მანჩესტერელებმა 5:0 მოიგეს.
“მანჩესტერ სიტი” – “ბარსელონა” 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45-ზე აიღებს სტარტს.