“ა” ლიგის შესარჩევი: “მარნეულმა” და “წყალტუბომ” გადასასვლელ მატჩებში თამაშს უფლება მოიპოვეს
„ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა. გარკვეულია ის 8 გუნდი, რომლებიც ერთმანეთს „ა“ ლიგაში გადასასვლელ მატჩებში დაუპირისპირდებიან. 4 წყვილში გამარჯვებული პირდაპირ მოიპოვებს „ა“ ლიგის საგზურებს, ხოლო წაგებული 4 გუნდი კიდევ 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.
დღეს 2 მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ჯგუფებში 3-4 ადგილებზე გასული გუნდები შეხვდნენ, რომლებმაც „ა“ ლიგის გადასასვლელ მატჩებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
„მარნეულმა“ „ნიკეას“ სძლია და „ა“ ლიგაში გადასასვლელ მატჩში26 თებერვალს „არენა-76“-ს შეუწყვილდა. თავის მეტოქეს ელოდა „კაქტუსი“, რომელიც „წყალტუბოსა“ და „კრისტალის“ მატჩში უნდა გამოვლენილიყო. წყალტუბოელებმა გაჭირვების გარეშე – 92:57 სძლიე „კრისტალს“ და 26 თებერვალს „ა“ ლიგაში მოსახვედრად „კაქტუსს“ დაუპირისპირდებიან.
მაშ ასე, 26 თებერვალს „ა“ ლიგის 4 მონაწილე გამოვლინდება, ხოლო წაგებული 4 გუნდი ლიგაში დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ (იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი საპლეიოფო ბადე)
„ა“ ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი. 24 თებერვალი
ნიკეა 54:71 მარნეული
7:13, 13:15, 20:16, 14:27
ნიკეა: გეგეჭკორი (15), მირზაშვილი (14), ნერგაძე (12)
მარნეული: ირაკლი ჯანხოთელი (34), ბექა ჯანხოთელი (10 ქულა, 10 მოხსნა), შაოშაძე (6 ქულა, 13 მოხსნა)
წყალტუბო 92:57 კრისტალი
23:14, 15:13, 24:14, 30:16
წყალტუბო: კუჭავა (33), რიხლიუკი (23 ქულა, 14 მოხსნა), ფაიქრიძე (14)
კრისტალი: გაგნიძე (22), ლომიძე (10)
gbf.ge