არდა თურანი „ბაიერთან“ თამაშს შეძლებს
მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი არდა თურანი სათამაშოდ მზადაა. სავარაუდოდ, თურქ ფეხბურთელს მოედანზე ლევერკუზენის „ბაიერთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში ვიხილავთ.
როგორც ცნობილია, თურანმა, რომელსაც ფეხის ტკივილი აწუხებდა, ძირითად ჯგუფთან ივარჯიშა და დისკომფორტი არ უგრძვნია.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ – „ატლეტიკოს“ მატჩი დღეს, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.