აგუერო: “ეს ის შედეგი არ არის, რომელიც ჩვენ გვსურდა”
უეფას ჩემპოიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში ანგარიშით 1:2 დამარცხდა. “ქალაქელთა” მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორმა სერხიო აგუერომ მატჩზე კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა.
“ეს ის შედეგი არ არის, რომელიც ჩვენ გვსურდა, თუმცა დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ბოლომდე ვიბრძოლებთ. წინ, “მანჩესტერ სიტი”! – დაწერა სერხიო აგუერომ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის განმეორებითი შეხვედრა 18 მარტს გაიმართება.