ტეირი ანრი: “ნოიერი რევოლუციონერია”
“არსენალის” და “ბარსელონას” ყოფილმა შემტევმა, ტიერი ანრიმ, მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების მეკარეზე, მანუელ ნოიერზე ისაუბრა.
“ნოიერმა შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მეკარეობაზე. რა თქმა უნდა, ფეხით კარგად მოთამაშე კიპერებს ადრეც ვიცნობდით, მაგრამ ნოიერმა თავისი პოზიციის ფეხბურთელების თამაშში რევოლუცია მოახდინა” – განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსის” კიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ნოიერი ნამდვილი ლიბეროა.