სინიშა მიხაილოვიჩმა მატჩის დასრულების შემდეგ თავისი გუნდის ფეხბურთელთან იჩხუბა (ვიდეო)
24 თებერვალს, იტალიის სერია A-ში, “სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე “ჯენოა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე “ჯენოას” ფეხბურთელმა იაგო ფალკემ გახსნა, ზუსტად ორ წუთში კი “სამპდორიას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ედერმა ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ბოლო წუთებზე, “სამპდორიას” მცველმა ვასკო რეგინიმ საჯარიმოსთან ახლოს თამაშის წესი დაარღვია, მსაჯმა კი “ჯენოას” ფეხბურთელებს ძალიან სახიფათო საჯარიმოს შესრულების შანსი მისცა. სტუმრებმა, ამ შემთხვევაში, გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ სინიშა მიხაილოვიჩი ვასკო რეგინიზე ძალიან იყო გაბრაზებული. 24 წლის მცველის მიერ თამაშის წესების დარღვევამ ხორვატი სპეციალისტი განარისხა.
“ფეხბურთელმა მატჩის ბოლო წუთებზე საჯარიმოსთან ახლოს თამაშის წესები არ უნდა დაარღვიოს. შესაძლებელი იყო, ამ ჯარიმის შემდეგ დერბიში დავმარცხებულიყავით”, – უთხრა მიხაილოვიჩმა ჟურნალისტებს.