მოურინიო: “ტოტენჰემი – ფინალის ფავორიტი”
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნემანია მატიჩის ფინალში არ ყოფნა “ტოტენჰემს” ფინალის ფავორიტად ავტომატურად ხდის.
ევროპა ლიგის 1/16 ფინალური მატჩის შემდეგ, “ტოტენჰემს” ფინალისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე ექნება, ხოლო პორტუგალიელი თავკაცის აზრით, სერბი ჩამშლელის არყოფნა “არისტოკრატებს” ძალიან დაასუსტებს.
“მატიჩის დისკვალიფიკაციის გამო, “ტოტენჰემი” ფინალის ფავორიტია. ერთი ლიდერის არყოფნა, მეტოქეს უდიდეს უპირატესობას აძლევს”.
“მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ, სადაც პოზიციებზე მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. “ტოტენჰემს” ჰყავს ლამელა და თაუნსენდი, ერიქსენი და ჩადლი, პაულინიო და მესონი, ვერტონგენი და ფასიო. ისინი ნებისმიერ პოზიციაზე მყარად დგანან და შემცვლელები ჰყავთ”.
“თუ თქვენ ფიქრობთ, რომ “ჩელსი” ფავორიტია, ცდებით. შეხედეთ, “პსჟ”-სთან მატჩს. მეორე ტაიმში მოგება გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, ამის საშუალება მეტოქემ არ მოგვცა”.
“ფრანგულმა გუნდმა ჩვენზე ბევრად ძლიერად ითამაშა, მათ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. რომ არა კურტუა, წარმოდგენაც არ მინდა,”-განაცხადა მოურინიომ London Evening Standard-თან ინტერვიუში.