დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მილანი ვან გინკელს არ გაიხანგრძლივებს
იტალიური პრესის ცნობით, “მილანი” “ჩელსიდან” იჯარის წესით დამატებული მარკო ვან გინკელთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს.
ლენონს ევერტონში დარჩენა სურს
“ტოტენჰემიდან” “ევეროტნში” განათხოვრებულ აარონ ლენონს სეზონის დასრულების შემდეგ ლივერპულულ კლუბში სურს დარჩენა. ლონდონელები მოთამაშეში 7 მილიონ გირვანქას ითხოვენ.
ჩელსის აზარის დაბრუნება 25 მილიონად შეეძლება
“ჩელსის” “გლადბახიდან” თორგან აზარის გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება. კონტრაქტში გაწერილი აღნიშნული პუნქტის მოქმედების ვადა სამი წელია.
რეალს დე ხეა აღარ სურს
მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის, დავიდ დე ხეას გადაბირებას აღარ აპირებს. ასე რომ, გოლკიპერი ინგლისურ გუნდში დარჩება.
ლავესის აგენტი მილანშია
პსჟ-ს ფორვარდის, ეზეკილ ლავესის აგენტი დღეს მილანში იქნ შემჩნეული. იტალიელი ჟურნალისტეი ვარაუდობენ, რომ აგენტი “ინტერთან” მოსალაპარაკებლად ეწვია იტალიას.