არსენ ვენგერი და “მონაკოდან” “არსენალში” გადასული 8 ფეხბურთელი
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების პირველი მატჩების მთავარი სენსაცია “არსენალის” “მონაკოსთან” მარცხი იყო. მიუხედავად ლონდონში დაფიქსირებული შედეგისა ყველაფერს მაინც განმეორებითი მატჩი გადაწყვეტს. მანამდე კი ჩვენ “არსენალის” და “მონაკოს” ურთიერთობის შესახებ გიამობთ – ლონდონურ კლუბში არსენ ვენგერის გარდა 8 ისეთ ფეხბურთელს უთამაშია, რომლებიც “არსენალამდე” სწორედ “მონაკოს” ღირსებას იცავდნენ.
არსენ ვენგერი “მონაკოს” 7 წლის განმავლობაში წვრთნიდა და საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად ქვეყნსი თასიც მოიპოვა. 1994 წელს ის გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ვენგერმა იაპონიას მიაშურა, 1996-ში კი “არსენალი” ჩაიბარა.
“მონაკოს” დავიწყება ვენგერმა ვერ შეძლო და “არსენალში” ფრანგული კლუბის მოთამაშეების გადაბირება დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ემანუელ პეტი იყო, რომელიც ლონდონურ კლუბში ვენგერის მისვლიდან ერთი წლის შემდეგ გადავიდა. ორივე კლუბთან ერთად პეტიმ ჩემპიონობის და თასის მოპოვება შეძლო.
მეორე უნივერსალი ჟილ გრიმადი იყო, რომელიც ერთნაირი წარმატებით თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში და ფლანგებზეც კი. “მონაკოში” გატარებული 6 სეზონის შემდეგ გრიმადიმ “არსენალში” 5 წელი დაჰყო და ჩემპიონატისა და თასის მოგება ორჯერ შეძლო.
ლიბერიელი ფორვარდი კრისტოფერ ვრე “მონაკოდან” “არსენლში” 1997 წელს გადავიდა, თუმცა ლონდონში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.
ადამიანი, რომელიც ალბათ არავის ახსოვს… ლივ ჰუკი ნახევარმცველია და მას “მონაკო” ერთი წლის განმავლობაში ზრდიდა. 1998 წელს ის “არსენალს” შეუერთდა, მაგრამ პირველი გუნდის შემადგენლობაში მოედანზე ერთხელაც კი არ გამოჩენილა. მთელი კარიერა ჰუკმა ინგლისის და საფრანგეთის ქვედა ლიგებში გაატარა.
ყველაზე ცნობილი მოთამაშე, რომელსაც ორივე კლუბში უთამაშია ტიერი ანრია. თუმცა, ფრანგმა შემტევმა, რომელიც “არსენალის” ლეგენდა გახდა, ლონდონს “იუვენტუსის” გავლით მიაშურა.
კიდევ ერთი ფორვარდი, რომელიც “მონაკოდან” “არსენალში” გადავიდა ემანუელ ადებაიორია. ტოგოელს მონეგასკებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა, “არსენალში” კი მან უფრო მეტი ტიტული ვერ მოიგო…
“მონაკოში” ჩემპიონთა ლიგის ფინალი ადებაიორთან ერთად სებასტიან სკილაჩიმაც ითამაშა. ამ პერიოდში მცველმა საფრანგეთის ნაკრებშიც მოიპოვა ადგილი. “ლიონში” და “სევილიაში” ასპარეზობის შემდეგ კი “არსენალში” აღმოჩნდა, თუმცა 30 წლის უაკანახაზელი ლონდონში მხოლოდ დაშვებული შეცდომებით დაიმახსოვრეს.
უფრო მეტად უცნაური და წარუმატებელი ტრანსფერი 2011 წელს შედგა. ვერავინ გაიგო, თუ რაში სჭირდებოდა ვენგერს კორეელი ფორვარდის, პაკ ჩუ იუნის დამატება. პრემიერლიგაში მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა. “მონაკოში” კი აზიელის ანგარიშზე 103 შეხვედრაში გატანილი 26 გოლია.