TOP 10: ყველაზე შედეგიანი მცველები თანამედროვე ფეხბურთში
Fanebi.com გაგაცნობთ მსოფლიოს ყველაზე შედეგიანი მცველების საუკეთესო ათეულს.
10. ჯორჯო კიელინი
იტალიელ უკანახაზელს 435 შეხვედრაში 33 გოლი აქვს გატანილი და ამასთან ერთად მან 16-ჯერ ასისტენტის როლიც მოირგო. კიელინის მეტოქეებისთვის “იუვენტუსის”, “ფიორენტინას” და იტალიის ნაკრების მაისურით აქვს შეგდებული. 33 გატანილი გოლიდან 22 – იტალიის ჩემპიონატზე მოდის, 6 – ნაკრების შემადგენლობაში, 2 – ჩემპიონთა ლიგაში, 2 – ევროპის ლიგაში და ერთიც იტალიის თასზე.
9. ჟერარ პიკე
პიკეს ანგარიშზე 401 შეხვედრაში 33 გოლი და 11 საგოლე პასია. “ბარსელონას” მცველს კატალონიური კლუბის გარდა გოლები “სარაგოსას” “მანჩესტერ იუნიტედის” და რა თქმა უნდა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაშიც აქვს გატანილი. პიკემ ესპანეთის ჩემპიონატში 17, ჩემპიონთა ლიგაზე 8, ნაკრებში და ესპანეთის თასზე კი 4 გოლი შეაგდო.
8. პერ მერტეზაკერი
მერტეზაკერმა ჩატარებულ 553 შეხვედრაში 35 გოლთან ერთად 17 საგოლე პასი მიითვალა. გერმანიის ნაკრების გარდა პერს გოლები “ჰანოვერში”, “ვერდერში” და ლონდონის “არსენალში” თამაშის დროს აქვს გატანილი.
7. ლეიტონ ბეინსი
ლეიტონ ბეინსის ანგარიშზე 488 მატჩში გატანილ 36 გოლთან ერთად 57 საგოლე პასია. ის შედეგიანობით “უიგანში” და “ევერტონში” გამოირჩეოდა, ერთხელ კი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაშიც გაიტანა.
6. მიკონი
ბრაზილიელმა ფლანგის მცველმა 451 შეხვედრაში საკუთარ აქტივში 38 გოლი და 71 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მაიკონი შედეგიანი “მონაკოში”, “ინტერში”, “რომაში” და საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში იყო.
5. დანი ალვეში
კიდევ ერთი ბრაზილიელი ფლანგელი საგოლე გადაცემების სიმრავლით გამოირჩევა. დანი ალვეშის ანგარიშზე 127 ზუსტი პასია, რასაც 602 მატჩში გატანილი 40 გოლი ემატება. შედეგიანობით მცველი “სევილიას”, “ბარსელონას” და ბრაზილიის ნაკრებსაც ეხმარებოდა.
4. ბრანისლავ ივანოვიჩი
ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მცველი ბრანისლავ ივანოვიჩია. “ჩელსის” სერბმა უკანახაზელმა 416 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნული ნაკრების და ლონდონური კლუბის გარდა ივანოვიჩი გოლებით მოსკოვის “ლოკომოტივსაც” ეხმარებოდა.
3. ნალდო
ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილის მცველის, ბრაზილიელი ნალდოს ანგარიშზე 362 მატჩში გატანილი 52 გოლია, რასაც სამხრეთამერიკელმა 16 საგოლე პასიც დაუმატა.
2. ჯონ ტერი
შედეგიანობით გამორჩეული “ჩელსის” კიდევ ერთი მცველი ჯონ ტერია. ლონდონური კლუბის და ინგლისის ნაკრების გამოცდილმა უკანახაზელმა 701 შეხვედრაში 65 გოლი გაიტანა და 31 საგოლე პასი შეასრულა.
1. სერხიო რამოსი
თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე შედეგიანი მცველი “რეალის” ფეხბურთელი სერხიო რამოსია. ესპანელმა “სევილიაში”, “რეალში” და საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ჩატარებულ 595 შეხვედრაში 67 გოლი გაიტანა და 35 საგოლე პასი შეასრულა. რამოსმა გოლის გატანა ფაქტობრივად ყველა ტურნირზე მოახერხა.