მარიო გომესი “ინტერთან” ვერ ითამაშებს
დღეს იტალიის სერია A-ს 25-ე ტური გაგრძელდება. დიდ ინტერესს იწვევს მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” გასამართი შეხვედრა: “ინტერი” — “ფიორენტინა”
ცნობილი გახდა, რომ სტუმართა თავდამსხმელი მარიო გომესი აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. “ვიოლას” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განაცხადში გერმანელი ფორვარდი არ იყო შეყვანილი. გარდა ამისა, სიაში არც მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუ გახლდათ. სამაგიეროდ, შემადგენლობას დაუბრუნდა ბორხა ვალერო, რომელმაც ბოლო ორი შეხვედრა ტერფის დაზიანების გამო გამოტოვა.
მატჩი “ინტერსა” და “ფიორენტინას” შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.