“ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის” სძლია
იგნლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით სძლია.
ანგარიში მასპინძლებმა მე-11 წუთზე, ჰენდერსონის გოლით გახსნეს. “სიტიმ” მალევე, 25-ე წუთზე ედინ ჯეკოს ძალისხმევით გაათანაბრა და ტაიმიც ფრედ დასრულდა. გადამწყვეტი 75-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც სტერლინგის გადაცემით ფელიპე კოუტინიომ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.