სიგურდსონი “ტოტენჰემთან” ითამაშებს
“სუონსის” ნახევარმცველი, გალფი სიგურდსონი მომავალ მატჩში მის გუნდზე დახმარებას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველმა “ბარნლისთან” მატჩი(0-1) ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა.
“გალფი დაუბრუნდა ვარჯიშს და იქნება განაცხადშიც,”-განუცხადა “გედების მთავარმა მწვრთნელმა, გარი მონკმა BBC-თან ინტერვიუში.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ 2012-14 წლებში ისლანდიელი ფეხბურთელი სწორედ “მამლების” შემადგენლობაში თამაშობდა.