SBM LEAGUE 2014/15: საინტერესო შაბათ-კვირა ლიგაში

თარიღი: მარტი 3, 2015

გასულ უქმეებზე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა. ზამთრის ბოლო დღეს, სტარტი აიღო ბრინჯაოს ლიგის გათამაშებამ, კვირას კი ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის მეათე ტურის მატჩები ჩატარდა. ორივე სათამაშო დღეს, ტრადიციულად ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

წლევანდელ ბრინჯაოს ლიგაში 20 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც  95% ჩემპიონატის დებიუტანტია. ა და ბ ჯგუფში გადანაწილებულმა გუნდებმა წრიული ეტაპის I ტურის მატჩები გამართეს. მიუხედავად გათამაშების სტარტისა, შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

პირველები პარკეტზე თიბისი ფეისა და თბილისის მერიის გუნდები გავიდნენ. თანაბარ შეხვედრაში გამარჯვება „დედაქალაქის მმართველებს“ დარჩათ, 3-1.

სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა ა ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება, მფკ ტატიშვილსა და ევროკრედიტს შორის, რომელიც საბოლოოდ ლოგიკური ანგარიშით, ფრედ 2-2 დასრულდა.

ყველაზე უხვგოლიანი და „იოლი“ ბიბლუსისა და კრედო-ქვემო ქართლის გუნდების შეხვედრა გამოდგა, რომელშიც „გამომცემლებმა“ 12-1 სძლიეს მეტოქეს.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება, კვირას გაიმართა. ვეტერანი ფეხბურთელებით (დავით სოლოღაშვილი, ზაალ ჩიტალაძე, პაატა ბარნოვი, ანდრო მიზანდარი, ზაზა ჯანაშია) დაკომპლექტებულმა მფკ პალერმომ, მინიმალური სხვაობით,2-1 სძლია „ქლინინგ სერვის გრუფის“ გუნდს.

რაც შეეხება ბ ჯგუფს. იმთავითვე ტურის ცენტრალურ შეხვედრად მიჩნეულმა vivus.ge-სა და საქართველოს ფოსტის დაპირისპირებამ გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა. მატჩი საბოლოოდ „ფოსტალიონების“ გამარჯვებით, 3-4 დასრულდა.

წარმატებული დებიუტი ქონდათ რეგიონების წარმომადგენლებს. კასპის „გენერალმა“ 2-0 სძლია პალიტრა მედიას, ხოლო მცხეთის „გუჯარმა“3-0 დაამარცხა კარფური.

პირველი სამი ქულა ჩაიწერა ბაქსვუდი 2-მა, რომელმაც მეგაკოს მისივე მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თვალწინ, ბოლო წუთებზე დაათმობინა გამარჯვება, 2-1.

„მედიკოსთა“ დერბიში, მედიქლაბჯორჯიამ2-0 სძლია ჯო ენის კლინიკას.

შეგახსენებთ, რომ წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა 5-5 საუკეთესო გუნდი, რომელიც პლეიოფში ვერცხლის ლიგიდან გამოვარდნილ 6 გუნდთან ერთად განაგარძობს ბრძოლას ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის.

 

 

 

 

 

ბრინჯაოს ლიგა. I ტური

A GROUP

 

28.02.2015

TBC Pay – მერია 1-3

მფკ ტატიშვილი – ევროკრედიტი 2-2

ბიბლუსი – კრედო-ქვემო ქართლი12-1

01.03.2015

MFC PALERMO – CSG2-1

 

B GROUP

 

28.02.2015

ბაქსვუდი 2 – მეგაკო 2-1

VIVUS.GE – საქართველოს ფოსტა 3-4

გენერალი (კასპი) – პალიტრა მედია2-0

მედიქლაბჯორჯია – ჯო ენი 2-0

კარფური – გუჯარი (მცხეთა) 0-3

 

კვირა დღე, სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდებს დაეთმოთ.

სუპერლიგაში მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა და მოულოდნელი ანგარიშებიც დაფიქსირდა. პირველ რიგში აღსანიშნავია შარშანდელი ჩემპიონ-ფინალისტის მფკ ნატახტარისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაპირისპირება, სადაც ნატახტარმა 10-0 (!) გაანადგურა მეტოქე.

დიდი ანგარიშით, 6-0 აჯობა ს.კ პსპ-მ საქართველოს უნივერსიტეტს. მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს „ფარმაცევტების“ კაპიტანი გივიკო კაციტაძე, რომელსაც მძიმე ტრამვის გამო ოპერაციის გადატანა მოუხდა და საკუთარ გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

წინა ტურში შერცხვენის შემდეგ, კვლავ გაიბრწყინა „ვარსკვლავურმა“ პროგრეს ბანკმა. „კალაძე და კომპანია“ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და ალექსანდრე იაშვილის ჰეთ თრიკით და კახა კალაძის გოლით, 4-2 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ აჭარლები თავდაპირველად  2-0 იგებდნენ.

ს.კ ჯვაროსნებმა კი ჩემპიონატის აუტსაიდერDHL-თან დაკარგა ქულები. ფრე, 1-1.

სატურნირო ცხრილში ზედა ოთხეული უცვლელია. პირველ ადგილს 22 ქულით შსს იკავებს, მასზე ერთი თამაშით მეტი და ორი ქულით ნაკლები აქვს პსპ-ს. ხოლო მფკ ნატახტარი და პროგრეს ბანკი 17-17 ქულით 3-4 ადგილებს იყოფენ. 5-6 ადგილზე მყოფი საქართველოს უნივერსიტეტი და ს.კ ჯვაროსნები 7-7 ქულით ჩამორჩებიან საპლეიოფო ზონას.

01.03.2015. სუპერლიგა.  II წრე.  I ტური

PSP – UG 6-0

დინამო (ბთ) – პროგრეს ბანკი 2-4

FC TTC – მფკ ნატახტარი 0-10

DHL GEORGIA – ს.კ ჯვაროსნები  1-1

 

სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 17, რევაზ ინჯგია (შსს) – 14, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 12

 

ვერცხლის ლიგაში X ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. მოლოდინისამებრ იმარჯვა ჩემპიონატის ლიდერმასაქართველოს ბანკი 2-მა, რომელმაც ივერიაბეთს მოუგო იოლად, 8-1.

მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში სნიკერსმაცსაქრუსნერგოს ძლევით – 7-4.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა ბაქსვუდმა ბრძოლაში, 2-1.

01.03.2015. ვერცხლის ლიგა.  X ტური

კოლიერსი – ვითიბი ბანკი 2 0-3 (ტ.მ)

საქართველოს ბანკი 2 – ივერიაბეთი 8-1

ტატიშვილი – ბაქსვუდი 2-1

საქრუსენერგო – სნიკერსი 4-7

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge, სპორტული ჟურნალი OFFSIDE და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, რამაც “ტორპედოს” ფანები განარისხა? (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 0-3 დაამარცხა. პაატა ღუდუშაურმა მე-3 გოლი გაიტანა და “ტორპედოს” ფანების წინ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთი ოჯახი! ძმობა! როგორ დაიცვა ოსიმენმა კვარა (ვიდეო)

“უდინეზესთან” პენალტის დანიშვნის მომენტში კვარა წაიქცა და მასთან “უდინეზეს” მცველი უხეშად მივარდა. ეს ოსიმენმა დაინახა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: “კვარამ გარსიას პოსტი გადაურჩინა”

“ნაპოლიმ” “უდინეზე” 4-1 გაანადგურა და კვარამ საუკეთესოდ ითამაშა. გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა