ინგლისი: 28-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 28-ე ტურის პრევიუს.
ვესტ ჰემი – ჩელსი
ინგლისის ჩემპიონატის მორიგი ტური შუა კვირაში შედგება და ორ დღეს გასტანს. განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრები ოთხშაბათს შედგება. ერთ-ერთი პირველი კი ლონდონური დერბია, რომელშიც “ვესტ ჰემი” “ჩელსის” უმასპინძლებს.
დიდი სემის შეგირდები ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად თამაშობენ და უკვე 6 თამაშია ვერ იგებენ, რაც სატურნირო ცხრილში მათ მდგომრეობაზეც აისახა. “ჩელსი” კი სტაბილურად დამაჯერებელია და მიმდინარე სეზონის პირველი ტიტულის მოგებაც შეძლო. შეხვედრაში ფავორიტის ვინაობა ცნობილია, თუმცა “ვესტ ჰემს” სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია.
მანჩესტერ სიტი – ლესტერი
“ჩელსის” მდევარი ურთიერთობას გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერთან გაარკვევს. “სიტიმ” უკანასკნელი ორი შეხვედრა წააგო და ამ სერიის შეწყვეტის შესანიშნავი შანსი სწორედ “ლესტერთან” დაპირისპირებაა, რომელიც მიმდინარე გათამაშების ყველაზე სუსტი გუნდია. ლესტერელებმა უკანსკნელ 5 ტურში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მანჩესტერელებისგან განსხვავებით “ლესტერი” შეხვედრას დასვენებული ხვდება, რადგან გასულ ტურში ლიგის თასის ფინალის გამო გუნდი ისვენებდა. მოახლოებულ მატჩში სტუმრებს ბაგაიოკო ვერ დაეხმარება, “სიტი” კი ოპტიმალური შემადგენლობით დახვდება მეტოქეს.
ლივერპული – ბარნლი
ტურის უკანასკნელ შეხვედრაში “ლივერპული” “ბარნლის” მიიღებს. ბრენდან როჯერსის გუნდი საშინაო ასპარეზზე შესანიშნავად გამოიყურება და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისკენ მიიწევს. “მერსისაიდელებს” მოახლოებულ ტურში მეტოქეც ისეთი ჰყავთ, რომ ამ მიზნის მიღწევაში ხელს ალბათ ვერ შეუშლის.
ორივე გუნდი მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება. “ლივერპულს” სახო, ხოსე ენრიკე, ლუკას ლეივა და ფლანაგანი ვერ დაეხმარებიან, ხოლო “ბარნლი” მარნის, დამიგენს, ტეილორს და ლონგს მოისაკლისებს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
03.03 | 23:45 | ასტონ ვილა | 2.70 | 3.00 | 2.90 | ვესტ ბრომ | დაწვრილებით | |
03.03 | 23:45 | ჰალ სიტი | 2.20 | 3.20 | 3.55 | სანდერლენდი | დაწვრილებით | |
03.03 | 23:45 | საუთჰემპტონი | 1.75 | 3.55 | 5.10 | კრ პალასი | დაწვრილებით | |
04.03 | 23:45 | ტოტენჰემი | 1.80 | 3.60 | 4.50 | სუონსი | დაწვრილებით | |
04.03 | 23:45 | სტოკ სიტი | 2.50 | 3.25 | 2.90 | ევერტონი | დაწვრილებით | |
04.03 | 23:45 | ნიუკასლი | 3.60 | 3.40 | 2.10 | მანჩესტერი | დაწვრილებით | |
04.03 | 23:45 | სიტი | 1.28 | 5.80 | 10.40 | ლესტერი | დაწვრილებით | |
04.03 | 23:45 | ვესტ ჰემი | 5.20 | 3.85 | 1.67 | ჩელსი | დაწვრილებით | |
04.03 | 23:45 | ქ.პ.რ. | 5.45 | 4.35 | 1.57 | არსენალი | დაწვრილებით | |
04.03 | 23:55 | ლივერპული | 1.40 | 4.85 | 7.50 | ბარნლი | დაწვრილებით |