თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე განსხვავებული თანატოლები
Fanebi.com წარმოგიდგენთ ფეხბურთელებს, რომლებიც ერთი ასაკის არიან, თუმცა ერთი შეხედვით ეს უბრალოდ დაუჯერებელია
დიეგო კოშტა, რომლის ასაკზეც ბევრს საუბრობენ მინიმუმ 30 წლის კაცს გავს. არადა, ის მხოლოდ 26 არის, ისევე როგორც ნური შაჰინი, რომელსაც ალბათ ალკოჰოლის ყიდვას კი უჭირს მაღაზიაში.
არიან რობენი თავისი 40 წლის კაცის ვიზუალით და ფერნანდო ტორესი, რომელსაც 30 წლის ასაკშიც კი ბავშვური გამომეტყველება აქვს
თინეიჯერის შეხედულების მქონე დენი უელბეკი უკვე 24 წლის არის, ისევე როგორც კიევის “დინამოს” ნიგერიელი ლეგიონერი ლუკმან არუნა.
“ბარსელონას” იმედისმომცემი ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი და “ლაციოს” აღზრდილი ჯოზეფ მინალა 1998 წელს დაიბადნენ.
29 წლის ეშლი იანგი გვარს ამართლებს და საკამაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება, რასაც მის თანატოლ ჰონდურასელ ჰენდრი ტომასზე ვერ ვიტყვით.
26 – ეს ციფრი “ბოლტონელ” ჯეი სპირინგს და “სიტის” ფორვარდ, კუნ აგუეროს აერთიანებს. მაგრამ ამის დაჯერება ცოტა ძნელია.
კალუმ ჩემბერსი ლაზარ მარკოვიჩის მსგავსად 20 წლის არის. მაგრამ, თუ “არსენალის” მცველის გარეგნობა მის ასაკს შეეფერება, “ლივერპულის” შემტევზე ამას ვერ ვიტყვით.
უეინ რუნის თმის გადანერგვამაც ვერ უშველა. მისი 29 წლის კოლეგა, გრაციანო პელე გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.