სქოულზს “ოლდჰემში” იწვევენ
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი შესაძლოა, “ოლდჰემის” მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა საიმონ კორნიმ განაცხადა.
“პოლთან რეგულარული კავშირი გვაქვს. ხანდახან ის ჩვენს ვარჯიშს ესწრება და თავადაც ხელმძღვანელობს საწვრთნელ პროცესს. ის ჩვენი გუნდის მეგობარია.
სქოულზი “ოლდჰემის” მატჩებსაც ესწრება, თუმცა ვიპლოჟაში არასდროს არ ჯდება. ჩვენთან მისი მუშაობა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია – მას რამდენად სურს “ოლდჰემის” გაწვრთნა.
ვფიქრობ, რომ სქოულზი ერთ დღესაც ჩაიბარებს ჩვენს კლუბს, ყველაფერი დროზეა დამოკიდებული”, – განაცხადა “ოლდჰემის” პრეზიდენტმა.