სამი ხედირა გუნდს დაუბრუნდა
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:4) მიიღო. ხედირა იმავე “ატლეტიკოსთან”, 7 მარტს გასამართ შეხვედრაში სათამაშოდ მზად იქნება.
პეპემ, მარსელომ, დანიელ კარვახალმა და კარიმ ბენზემამ დღეს ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს.