დღის დებატი: მესი თუ რონალდუ?
უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლიონელ მესის „ბარსელონას“ რიგებში დებიუტი შედგა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო მას მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს ადარებს. ამის შესახებ Team Talk-ის ორმა ექსპარტმა მეტ სტიდმა და მარკ ჰოლმსმა ისაუბრეს.
მეტ სტიდი: „ორივე ამ მოთამაშის შედარებისას, ობიექტური დასკვნის გამოტანა საკმაოდ რთულია და, დიდი ალბათობით, იგი მხოლოდ პირად სიმპატიებზეა დამოკიდებული. როგორც მესი, ისე რონალდუ, დღეს, მსოფლიოს ფეხბურთი ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, რაც მოგებული ტიტულებიდან და მიღწეული რეკორდებიდან გამომდინარე, ლოგიკურია.
ერთ მხვრივ, გვყავს ლიონელ მესი, რომელსაც ხუთი „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული და თავისი ტექნიკით მას ნოკაუტში ნებისმიერი დაცვის დატოვების უნარი აქვს.
სხვა მხვრივ, რონალდუ ფიზიკურად მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი ფეხბურთელია და წარმატებას იგი სწორედ ამის წყალობით აღწევს. პორტუგალიელს თავისი მაქსიმუმის საჩვენებლად უამრავი ვარჯიში სჭირდება, მაშინ, როდესაც მესის კარგად თამაში ცუდ ფორმაში ყოფნის შემთხვევაშიც შეუძლია.
დღევანდელი „ბარსელონას“ თამაში მესიზე პირდაპირაა დამოკიდებული. ამას იგი ყოვეწლიურად ამტკიცებს. თუმცა, ვაღიაროთ, გასულ სეზონთან შედარებით, ლეო წელს უკეთესად გამოიყურება. შარშან მას მცირე ჩავარდნა ჰქონდა, წელს კი თავისი თამაში სწორედ გუნდური ფეხბურთის დახმარებით გამოასწორა, რაშიც თავისი წვლილი ნეიმარმაც შეიტანა“.
მარკ ჰოლმსი: „მეტი აბსოლიტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესოს არჩევისას ყოველთვის პირად სიმპატიებზე ვსაუბრობთ. ორივე ეს მოთამაშე იმდენად კარგი და წარმატებულია, რომ ამ დებატებს ბოლომდე ვერანაირი სტატისტიკა მიიყვანს.
ასეა თუ ისე, პირადად ჩემთვის, რონალდუ უფრო უნივერსალური ფეხბურთელია. ჩვენ არ ვიცით, როგორ ითამაშებდა მესი სხვა ლიგაში, მაგრამ რონალდუმ აქამდეც დაამტიცა, რომ წარმატების მიღწევა ესპანეთის გარეთაც შეუძლია. მისი დრიბლინგი და დაცვაში პარტნიორების დახმარების უნარი, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესოა.
როგორც არგენტინაში, ასევე კატალონიაში, ლეოს ძალიან აფასებენ. თუნდაც ჩემპიონთა ლიგაში მის გვერდით თითქმის არავის დაყენება შეიძლება, მაგრამ ჩემთვის კრიშტიანუ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ოდესმე მინახავს“.