დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მილანს ხოსე მაური სურს
რთულ ვითარებაში მყოფი “პარმას” 18 წლის ტალანტმა ხოსე მაურიმ, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს. მოთამაშის მიმართ ინტერესს “მილანი” იჩენს.
მანეა ჩელსის უახლოვდება
“ვიტორულის” მცველი, კრისტიან მანეა ლონდონის “ჩელსის” უახლოვდება. რუმინული კლუბი პერსპექტიულ ფეხბურთელს 2,3 მილიონის სანაცვლოდ შეელევა.
პსჟ ვარანისთვის იბრძოლებს
ბრიტანული პრესის ცნობით “რეალიდან” რაფაელ ვარანის გადასაბირებლად პსჟ-ც იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველის ყიდვა “მანჩესტერ იუნაიტედს” და “ჩელსის” სურთ.
სევილიას ლიორისი სურს
“სევილია” ზაფხულში “იუვენტუსს” ფერნანდო ლიორენტეს ტრანსფერის თაობაზე მიმართავს. ანდალუსიური კლუბი შემტევს კარლოს ბაკას შესაძლო შემცვლელად მოიაზრებს.
რეალი დანილოში 30 მილიონ იხდის
მადრიდის “რეალი” მზად არის “პორტოს” მცველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. პორტუგალიური კლუბი კი დანილოში 10 მილიონით მეტს ითხოვს.