საქართველო – რუსეთი, მე-19 რკენის ბილეთები
14 მარტს მესხის სტადიონზე ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მე-4 ტურში ქართველი ბორჯღალოსნები რუს დათვებს ურთიერთ შეხვედრების ისტორიაში მე-19-ჯერ ერკინებინ. მატჩი 17 საათზე დაიწყება.
ბილეთები
მატჩის ბილეთები 8 მარტიდან (კვირა) ყოველდღიურად, მხოლოდ მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.
8 მარტს სალაროები 12-დან 18 საათამდე იმაშუვებს, ხოლო ორშაბათიდან 11-დან 19 საათის ჩათლით.
დარჩენის შემთხვევაში ბილეთები მატჩის დღესაც გაიყიდება.
ფასი 3 და 5 ლარი. ყველა ბილეთი დანომრილია.
ურთიერთ შეხვედრები საქართველო 16-1 რუსეთი (1 ფრე)
ბორჯღალოსნებისა და დათვების მეტოქეობა სათავეს 1993 წლიდან იღებს.
პირველი რკენა სოპოტში (პოლონეთი) 9:15 წავაგეთ,
მას აქეთ კი ორი ათეული წელი გავიდა და უკვე 16-ჯერ ვძლიეთ ჩრდილოელი მეზობელი.
პირველი, ისტორიული გამარჯვება 29:20 ეროვნულ სტადიონზე მოვიპოვეთ 1996 წელს.
მეტი რეზონანსი მოჰყვა 1998 წლის შებმას ნაწვიმარ მოედანზე,
როცა ულელოოდ, ჯარიმებით 12:6 ვიმარჯვეთ და
რუსეთი მსოფლიო თასის შესარჩევს გამოვთიშეთ.
2001 წელს 25:23 მოვიგეთ პირველივე გასვლა ქარიან კრასნოდარში,
2002 წელს კი, ეროვნულზევე, საარაკო ჯახში 17:13 ვიმარჯვეთ და
მსოფლიო თასზე პირველად გავედით.
საეტაპო იყო 2004 წლის გამარჯვებაც, როცა განახლებულმა გუნდმა მესხზე 9:3 ივარგა.
მას აქეთ ჩვენი უპირატესობა აშკარა გახდა –
ბოლო ათ შეყრაზე ლელოთა ბალანსია 41/7, ჯამური ანგარიში კი 307:115
რუსეთის მონაგარი ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში ერთ-ნიშნა რიცხვია,
საქართველოს მორიგი ათი გამარჯვებიდან კი გამოსაყოფია:
2006 წლის რბევა ეროვნულზე 46:19
2008 წლის ციმბირული თოვლაობა 18:12
ლაშქრობანი მარიუპოლში 29:21 (2009) და თრაბზონში 36:8 (2010)
დათვების უსიტყვო კაპიტულაცია ვაკეში 46:0 (2012)
სულ 18 სამეზობლო რკენის ბალანსია 16-1 (1 ფრე) საქართველოს სასარგებლოდ;
ქულები 443:224, ლელოები 49/13
მატჩის პრომო >>>
Rugby.GE