“რეალს” ესპანეთის თასის ფინალის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარება არ სურს
მადრიდის “რეალი” არ აპირებს ესპანეთის სამეფო თასის ფინალური მატჩისთვის “სანტიაგო ბერნაბეუს” შეთავაზებას. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის თასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და მადრიდის “ატლკეტიკო” დაუპირისპირდებიან. მატჩი 30 მაისს ჩატარდება.
შესაძლოა, მაისის ბოლოს “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” მეორე გუნდმა გადაინაცვლოს, რომელიც სეგუნდადივიზიონში გადასასვლელად იბრძვის.
“რეალი” აპირებს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილით მიმართოს, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ გუნდი თასის ფინალური მატჩის “სანტიაგო ბერნებუზე” ჩატარების მომხრე არ არის, იმ შემთხვევასიც კი, თუ ფინალში “სამეფო კლუბი” გავიდოდა.
შეგახსენებთ, რომ “რეალმა” 2012 წელსაც უარი თქვა ესპანეთის თასის ფინალური შეხვედრის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართვაზე. “სამეფო კლუბმა” მაშინ მიზეზად ის წამოაყენა, რომ სტადიონზე გარკვეული სამუშაოები იყო ჩასატარებელი. მაშინ ფინალში ბილბაოს “ატლეტიკი” და “ბარსელონა” გავიდნენ. მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.