აგენტი: “შესაძლოა, პოდოლსკი “არსენალში” დაბრუნდეს”
გერმანელი ფეხბურთელის, ლუკაშ პოდოლსკის აგენტი აცხადებს, რომ შესაძლოა, მისი კლიენტი ლონდონის “არსენალში” დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ პოდოლსკი მილანურ კლუბში 2015 წლის იანვარში გადავიდა, ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები.
“შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. ამ ეტაპზე, ის “ინტერში” იჯარის წესით იმყოფება და სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი შანსია, ჩემი კლიენტი “არსენალში” დაბრუნდეს. ტრანსფერი თურქეთში? არც ესაა გამორიცხული”, – უთხრა პოდოლსკის აგენტმა Fanatik-ს.