პრიმერა: 26-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონი 26-ე ტურის პრევიუს.
ატლეტიკო – ვალენსია
მოახლოებული ტურის ცენტრალური დაპირისპირება ვისენტე კალდერონზე გასამართი “ატლეტიკოსა” და “ვალენსიას” დუელია. პირველ წრეში “ღამურებმა” ერთი შეხედვით საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს, რაც დიდწილად სამი სწრაფი გოლის დამსახურება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ იმ შეხვედრაში “ატლეტიკოს” ინტრიგის გაცოცხლება შეეძლო, მაგრამ გამოუყენებელმა 11-მეტრიანმა სიმეონეს გუნდი საბოლოოდ გატეხა.
იმ პერიოდში “ატლეტიკო” ჯერ კიდევ ფიქრობდა ჩემპიონობაზე, ახლა კი მადრიდული კლუბი ლიდერთა დუეტს 7 ქულით ჩამორჩება, რაც ესპანეთისთვის საკმაოდ დიდი ფორაა. აი “ვალენსიას” კი “ატლეტიკო” მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და გარემოება მოახლოებულ მატჩს კიდევ უფრო მეტად დაძაბულს ხდის.
მადრიდული კლუბი ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას პრობლემებით ხვდება. შეიძლება ითქვას, რომ სიმეონეს გუნდი კრიზისშიც კი არის. განსაკუთრებით მძიმე “ატლეტიკოსთვის” გასვლითი მატჩებია, თუმცა სტუმრად თამაშის პრობლემა “ვალენსიასაც” აქვს. ასე რომ, ამ მხრივ მასპინძლებს უპირატესობა აქვთ. თუმცა, საშინაო ასპარეზი საკადრო პრობლემებს ვერ უშველის. დისკვალიფიკაციის გამო მადრიდელებს მირანდა და გრიზმანი ვერ დაეხმარებიან.
ბილბაო – რეალი
რომ არა მადრიდში გასამართი მესამე ადგილისთვის ბრძოლა, ტურის ცენტრალური შეხვედრა სწორედ “ბილბაოს” და “რეალის” დაპირისპირება იქნებოდა. წლევანდელი სეზონის მასპინძლებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო დროს “ბილბაომ” აშკარად მოუმატა. პრიმერაში სამი წაუგებელი მატჩის შემდეგ ბასკებმა ესპანეთის თასის ფინალის საგზურიც მოიპოვეს, სადაც “ბარსელონას” გაეჯიბრებიან.
გამომდინარე იქიდან, რომ მადრიდის “რეალი” ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში არ არის და პირველ წრეში ნაჩვენებ თამაშის დონეს ვერ უახლოვდება, “ბილბაოს” მეტოქისთვის გარკვეული პრობლემების შემქნა შეუძლია. სხვა საქმეა, რომ მასპინძლები ამ დაპირისპირებას დაღლილები ხვდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში სან მამესზე საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი.
ბარსელონა – რაიო ვალეკანო
“რაიო ვალეკანო” – გუნდი, რომელიც მოახლოებულ ტურში ფაქტობრივად უშანსოდ არის. მიუედავად “მალაგასთან” დაკარგული ქულებისა, ბოლო დროს ლუის ენრიკეს გუნდი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. განსაკუთრებით ეს კატალონიელთა შემტევ ტრიოზე ითქმის.
მოახლოებულ დაპირისპირებაშ ინტრიგა ფაქტობრივად არ არსებობს. დიდი ალბათობით, “ბარსა” მორიგ გამარჯვებას მოიპოვეს და ამას დიდი ანგარიშითაც გააკეთებს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
06.03 | 23:45 | ლევანტე | 2.30 | 3.05 | 3.25 | ეიბარი | დაწვრილებით | |
07.03 | 19:00 | დეპორტივო | 3.40 | 3.20 | 2.25 | სევილია | დაწვრილებით | |
07.03 | 21:00 | ბილბაო | 6.20 | 4.50 | 1.50 | რეალი | დაწვრილებით | |
07.03 | 23:00 | ელჩე | 2.25 | 3.20 | 3.40 | ალმერია | დაწვრილებით | |
08.03 | 1:00 | გრანადა | 2.85 | 3.00 | 2.75 | მალაგა | დაწვრილებით | |
08.03 | 15:00 | ბარსელონა | 1.08 | 12.25 | 23.55 | რაიო | დაწვრილებით | |
08.03 | 20:00 | სოსიედადი | 2.32 | 3.20 | 3.25 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |
08.03 | 22:00 | ვილიარეალი | 2.05 | 3.45 | 3.65 | სელტა | დაწვრილებით | |
08.03 | 23:55 | ატლეტიკო | 1.68 | 3.85 | 5.15 | ვალენსია | დაწვრილებით | |
09.03 | 23:45 | კორდობა | 2.65 | 3.00 | 2.85 | ხეტაფე | დაწვრილებით |