SBM LEAGUE 2014/15: ოქროს ლიგაში წრიული ეტაპი სრულდება
7 და 8 მარტს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.
შაბათს, ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ მეორე ტურის შეხვედრებს. მხოლოდ ერთი დაპირისპირება გაიმართება კვირას, ბ ჯგუფში ჯო ენის კლინიკისა და კარფურის გუნდები გაარკვევენ ურთიერთობას.
07.03.2015. ბრინჯაოს ლიგა. II ტური
ა ჯგუფი
15:00 სდსს – კრედო (ქვემო ქართლი) 17:00 BP 2 – TBC Pay 18:00 მერია – მფკ ტატიშვილი 19:00 ევროკრედიტი – MFC PALERMO 20:00 CSG – ბიბლუსი
|
ბ ჯგუფი
12:00 მეგაკო – გუჯარი (მცხეთა) 13:00 ბაქსვუდი 2 – VIVUS.GE 14:00 საქართველოს ფოსტა – გენერალი (კასპი) 16:00 პალიტრა მედია – მედიქლაბჯორჯია 08.03.2015 13:00 ჯო ენი – კარფური
|
კვირა დღეს ვერცხლის და ოქროს ლიგის მატჩებს დაეთმობათ.
ვერცხლის ლიგის X ტურის დარჩენილი სამი შეხვედრიდან განსაკუთრებულ ინტერესს, ორი ფავორიტის, ბი პი ჯორჯიასა და კრედოს დაპირისპირება იწვევს. საპლეიოფო რვიანში დასარჩენად აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება ბანკ რესპუბლიკას, რომლის მეტოქეც აუტსაიდერი, რუსთავი 2-ის გუნდი იქნება. ამ ტურს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პროკრედიტ ბანკისათვის, რომელიც გათამაშების კიდევ ერთ ლიდერს „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერს“ დაუპირისპირდება და ვერ გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიულ შანსებს შეინარჩუნებს.
08.03.2015. ვერცხლის ლიგა. X ტური
12:00 რუსთავი 2 – ბანკი რესპუბლიკა
14:00 GWP – პროკრედიტ ბანკი
18:00 კრედო – BP GEORGIA
ოქროს ლიგაში კი წრიული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება. რის შემდეგაც ფაქტიურად საბოლოოდ გაირკვევა თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეიოფში. დარჩება მხოლოდ ერთი გამოტოვებული დაპირისპირება ვითიბი ბანკსა და ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას შორის, რომელიც საბოლოოდ დაალაგებს „რვიანს“.
08.03.2015 . ოქროს ლიგა. IX ტური
15:00 ერისთავი – ბორჯომი
16:00 პრივატ ბანკი – საქართველოს ბანკი
17:00 GM ჭიათურა – ევროპაბეთი
19:00 ნატახტარი – ვითიბი ბანკი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური