“რეალს” 113 წელი შეუსრულდა
დღეს მადრიდის “რეალს” 113 წელი შეუსრულდა.
1902 წლის 6 მარტი მადრიდული კლუბის დაარსების ოფიციალურ თარიღად ითვლება. ამ 113 წლის განმავლობაში “რეალი” მსოფლიო ფეხბურთის ყველა ასპექტში ლიდერი გახდა და ფიფას მიერ XX საუკუნის საუკეთესო კლუბადაც დასახელდა.
1920 წლის 29 ივნისს მეფე ალფონსოს მიერ “რეალს” “სამეფო კლუბის” სტატუსი მიენიჭა.
“რეალმა” ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მეათედ მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია; აქედან ზედიზედ ხუთჯერ იქნა თასი მოგებული. ამ წარმატების განმეორება დღემდე ვერავინ ვერ შეძლო. “ბლანკოსმა” ორჯერ დაისაკუთრა უეფას თასი, ასევე ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი, 2014 წელს გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი. “სამეფო კლუბი” ესპანეთის მასშტაბითაც საუკეთესოა — 32-ჯერ აქვს ქვეყნის ჩემპიონატი მოგებული, 19-ჯერ დაისაკუთრა ესპანეთის თასი.