ვენგერი: „სქოულზი იოზილის დონის ფეხბურთელთან თამაშს ისურვებდა“
ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მესუთ იოზილზე ისაუბრა.
„ვიცოდი, რომ იოზილს კარგი ფიზიკური პოტენციალი აქვს, მაგრამ არ მეგონა, თუ იგი ამდენად ძლიერი იქნებოდა.
ფეხბურთში ყველამ თავისი ინდივიდუალური თვისებები კარგად უნდა გამოამჟღავნოს. იოზილს კლასი აქვს, იგი გუნდისთვის ბევრს აკეთებს. მესუთი ბევრს მშაობს, რასაც მისი თამაშიც ამტკიცებს.
იოზილის სათამაშო სტილს თქვენი მოტყუება შეუძლია, რადგან იგი მოძრავი ფეხბურთელია. ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იგი ბევრს არ ცდილობს, თუმცა ეს ასე არ არის.
რაც შეეხება პოლ სქოულზის ინტერვიუს, ვფიქრობ, იგი იოზილისნაირ ფეხბურთელთან სიამოვნებით ითამაშებდა“, – ციტირებს ფრანგ სპეციალისტს „London Evening Standard“-ის ჟურნალისტი ჯეის ოლი.