გვარდიოლა: „ჰანოვერთან“ ჩვენი საუკეთესო 11 ფეხბურთელი ითამაშებს“
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ამჟამად მხოლოდ „ჰანოვერთან“ გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩზე ფიქრობს.
„შეტევაზე უნდა ვიფიქროთ. დაცვაში სოლიდურად გამოვიყურებით, მეტოქეებს ჩვენთან ცოტა მომენტი აქვთ.
დიახ, ბოლო დროს ბევრს ვიტანთ, თუმცა ეს იმიტომ, რომ „ბაიერნის“ მოთამაშე დონე საკმაოდ მაღალია. ჯამში კი, შეტევა გასაუმჯობესელი გვაქვს.
დაცვაში თამაშით „ჰანოვერი“ და დონეცკის „შახტარი“ ერთმანეთს ჰგვანან. ასე რომ, სხვადასხვა ტაქტიკას გამოვიყენებთ. პირველ რიგში, ბუნდესლიგის მატჩშზე უნდა ვიფიქროთ. მაქსიმუმ კიდევ 33 ქულის მოპოვება შეგვიძლია.
„ვოლფსბურგი“ 8 ქულით ჩამოგვრჩება. მოსამზადებლად „ჰანოვერზე“ ნაკლები დრო გვაქვს. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ამ შეხვედრაში თერთმეტ საუკეთესო ფეხბურთელს ვათამაშებ“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.