კრუიფი: “რეალს ზიდანი კასტილიას მთავარ მწვრთნელად არ უნდა დაენიშნა”
“ბარსელონას” ექს-თავკაცი იოჰან კრუიფი, რომელიც “ბარსას” ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს კრიტიკას არასდროს აკლებდა, ახლა უკვე მადრიდის “რეალს” გადასწვდა და “სამეფო კლუბის” გადაყწვეტილებას – სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ – შეცდომა უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ზიზუს შესაბამისი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის არქონის გამო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სამთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით, ესპანეთის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ამოქმედებული სადამსჯელო სანქცია შეაჩერა.
“რეალი ზიდანთან დაკავშირებულ საკითხში არასწორად მოიქცა, ვინაიდან იცოდა, რომ მას ლიცენზია არ გააჩნდა. ამან აბსურდული პრობლემა გამოიწვია. ამდენხნიანი საფეხბურთო კარიერისა და კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობის შემდეგ, მას ვინმემ კიდევ უნდა ასწავლოს? თუმცა, პროფესიონალმა ლეგალურად უნდა იმუშაო. არ მესმის, როგორ მოდა, რომ პრობლემამ მუშაობის დაწყებიდან ორი თვის მერე იჩინა თავი, სწორედ ეს მაღელვებს,”-ამბობს კრუიფი.