იტალია: 26-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 26-ე სათამაშო დღის პრევიუს.
მილანი – ვერონა
მოახლოებულ ტურის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა “მილანის” შეხვედრაა, რომელიც პიპო ინძაგისთვის კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს.
“როსონერის” სან-სიროზე “ვერონა” ესტუმრება. გუნდი, რომელიც წელს საუკეთესო სეზონს ვერ ატარებს და გასულ ტურამდე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. “მილანს” შედარებით უკეთესი შედეგები აქვს. ინძაგის შეგირდებმა უკანასკნელ 5 ტურში მხოლოდ ერთხელ, “იუვენტუსთან” წააგეს, მაგრამ საშუალო დონის გუნდებთან დაკარგული ქულები გუნდს საკადრის პოზიციებზე აღზევეაში ხელს უშლის. სწორედ ამის გამო, ახალგაზრდა სპეციალისტის მომავალი მილანურ კლუბში ბურუსით არის მოცული და დღევანდელ შეხვედრას ამ თვალსაზრისით მისთვის დიდი მნიშვენლობა აქვს.
ნაპოლი – ინტერი
არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში მყოფი მეორე მილანური კლუბი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ესტუმრება. “ინტერის” აქტივში “მილანზე” მხოლოდ ერთი ქულით მეტია.
“ნაპოლი” გასულ ტურში “ტორინოსთან” დამარცხდა და ლიდერთა დუეტთა მიახლოვების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. გარდა ამისა “ფიორენტინასთან” “ინტერის” მარცხმა ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება დაძაბა და ნეაპოლეტანელთა მხრიდან ქულების მორიგი დაკარგვა, შესაძლოა, მესამე პოზიციის დაკარგვას ნიშნავდეს.
ლაციო – ფიორენტინა
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას გასული სათამშო დღის მსგავსაც ამჯერადაც რომის სტადიო ოლიმპიკო მიიღებს. მაგრამ, ამჯერად მასპინძელი არა “რომა”, არამედ “ლაციო” იქნება, რომელსაც მთავარი კონკურენტი, “ფიორენტინა” ესტუმრება. გუნებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა, სანუკვარ მესამე პოზიციის მოსაპოვებლად კი, შესაძლოა, ერთი გამარჯვებაც საკმარისი იყოს.
პირველი წრის შეხვედრაში რომაელებმა ფლორენციაში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეძლეს, მაგრამ ახლა “ფიორენტინა” საუცხოო ფორმაშია და 2015-ში ფაქტობრივად დაუმარცხებლად ასპარეზობს, თუ “პარმასთან” მოულოდნელ წაგებას არ ჩავთვლით. შესანიშნავ ფორმაშია გუნდის ახალწვეული მოჰამედ სალაჰი, რომელიც ფლორენციელთა ნამდვილ ლიდერად ყალიბდება. ასე რომ, მოახლოებულ დაპირისპირებაში შეგვიძია “ფიორენტინას” მცირე უპირატესობაც მივანიჭოთ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
07.03 | 21:00 | სამპდორია | 1.90 | 3.40 | 4.35 | კალიარი | დაწვრილებით | |
07.03 | 23:45 | მილანი | 1.68 | 3.70 | 5.50 | ვერონა | დაწვრილებით | |
08.03 | 15:30 | ჩეზენა | 3.05 | 3.20 | 2.45 | პალერმო | დაწვრილებით | |
08.03 | 18:00 | უდინეზე | 2.70 | 3.10 | 2.80 | ტორინო | დაწვრილებით | |
08.03 | 18:00 | კიევო | 4.55 | 3.25 | 1.91 | რომა | დაწვრილებით | |
08.03 | 18:00 | ემპოლი | 2.30 | 3.20 | 3.30 | ჯენოა | დაწვრილებით | |
08.03 | 18:00 | პარმა | 3.60 | 3.05 | 2.25 | ატალანტა | დაწვრილებით | |
08.03 | 23:45 | ნაპოლი | 2.02 | 3.40 | 3.85 | ინტერი | დაწვრილებით | |
09.03 | 22:00 | ლაციო | 2.05 | 3.40 | 3.80 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |
09.03 | 23:55 | იუვენტუსი | 1.22 | 6.50 | 13.50 | სასუოლო | დაწვრილებით |