ჯეიმი კარაგერმა დაასახელა ყველაზე ცუდი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია
“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა დაასახელა ყველაზე ცუდი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მას უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილ მოთამაშეს “ლივერპულის” მაისურით 737 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი თანაგუნდელი არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ყოფილა.
“ყველაზე ცუდი ფეხბურთელი, რომელიც ჩემი თანაგუნდელი ყოფილა? ასეთი ელ ჰაჯი დიუფი უნდა იყოს”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს Daily Star-ი.
ცნობისთვის, ელ ჰაჯი დიუფს “ლივერპულში” სამი სეზონი აქვს გატარებული და ამ დროის მანძილზე მერსესაიდული კლუბის მაისურით ჩატარებულ 55 მატჩში მხოლოდ სამი გოლის გატანა მოახერხა.