კვიპროსული ლეგიონის ამბები
კვიპროსის ჩემპიონატში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მრავლად არიან, მეორე ეტაპი დაიწყო.
საჩემპიონო ექვსეულის პირველ ტურში უჩა ლობჟანიძის “ომონია” ლარნაკას ესტუმრა, სადაც ადგილობრივ აეკთან მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა. ქართველი მცველი ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. ამავე ექვსეულში “ანორთოსისი” ლიდერ აპოელს ესტუმრა მინიმალური ანგარიშით წააგო. ფამაგუსტელთა შემადგენლობაში აბურჯანიაც და მაისურაძეც ძირითადში იყვნენ, თუმცა შეხვედრის დასრულება მხოლოდ აბურჯანიამ შეძლო. მაისურაძემ 83-ე წუთზე მოედანი წითელი ბარათის გამო დატოვა.
ქვედა ექვსეულში “ეთნიკოსმა” კვიპროსის ყველაზე ქართულ გუნდს, “ეთნიკოსს” 3-1 სძლია. სტუმართა შემადგენლობაში კვასხვაძემ და გრიგალაშვილმა სრულად ითამაშეს. ლევან ხმალაძე კი 75 წუთზე შეცვალეს.
გიორგი პაპავას და შოთა გრიგალაშვილის “ნეა სალამისი” “აია ნაპას” უგოლოდ გაეყარა. შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ პაპავამ მიიღო.