ხიზანიშვილი, ამისულაშვილი და ყენია ნაკრებში ბრუნდებიან
დღეს, “მიხეილ მესხის” საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, ომარ მიგინეიშვილი, რევაზ თევდორაძე
მცველები: უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ლაშა დვალი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ფოფხაძე, სოლომონ კვერკველია,
ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, გიორგი მერებაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია, ნიკა ძალამიძე, მამუკა კობახიძე, ვაკო ყაზაიშვილი, მურთაზ დაუშვილი
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, მათე ვაწაძე, ბაჩანა ცხადაძე, ოთარ მარცვალაძე
შეგახსენებთ, რომ უახლოეს ორ შეხვედრას ქვენის მთავარი გუნდი მარტის ბოლოს ჩაატარებს. 25-ში “მიხეილ მესხზე” ქართველები ამხანაგურად მალტას დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.