რონალდუმ ანტირეკორდი დაამყარა
შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია, რომ კრიშტიანო რონალდუ ბოლო დროს ჩვეული შედეგიანობით ვეღარ გამოირჩევა, რაც გუნდის ასპარეზობაზეც მტკივენულად აისახება.
ამაზე ესპანური პრესის მიერ მოყვანილი სტატისტიკაც მეტყველებს. როგორც ირკვევა, “რეალის” ლიდერს ესპანეთის პრიმერადივიზიონში ჩატარებული ბოლო რვა მატჩიდან ოთხში კარის მიმართულებით ზუსტი დარტყმა ერთხელაც კი არ განუხორციელებია.
ასე მოხდა “ბილბაოსთან” გამართული გასვლითი შეხვედრის დროსაც. მანამდე, რონალდუ ლა ლიგის თითოეულ ტურში კარში ზუსტად მინიმუმ ერთხელ მაინც ურტყამდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში, პორტუგალიელმა 23 ჩატარებულ მატჩში 30 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.