რუდი გარსია: “ასეთი თამაშით გოლს ვერ გავიტანდით”
იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეოთხედ ნათამაშები ფრეს შემდეგ, “რომას” თავკაცი რუდი გარსია აღშფოთებას ვერ მალავდა და საკუარ გუნდს ღიად აკრიტიკებდა.
“რეზულტატის გარდა, ჩვენი თამაშიც ცუდი იყო, ამიტომაც “კიევოსთან” შეხვედრა ფრედ დასრულებული წინა მატჩებისგან სრულიად განსხვავებული იყო. შეიძლებოდა, დაუსრულებლად გვერბინა, მაგრამ ასეთი მოქმედებებით გოლს მაინც ვერ გავიტანდით. ეს საშინელი თამაში იყო. ბოლო დროს, სულ უფრო სიანტერესო ფეხბურთს ვაჩვენებდით, მაგრამ დღეს, ჩემი ფეხბურთელების თვალებში ვერც გამარჯვების სურვილი, ვერც მიზანსწრაფულობა და საერთოდ ვერაფერი დავინახე, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ჩემ გუნდს ვერ ვცნობდი. ერთადერთი პოზიტიური მომენტი ის იყო, რომ გასვლით მატჩში ქულა ავიღეთ,”-აღნიშნა გარსიამ.