ლუის ენრიკე: “ბარსელონა სასურველ პოზიციაზეა, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “რაიო ვალეკანოსთან” გუშინ გამართული შეხვედრა და ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტური შეაფასა, რომელიც კატალონიელთათვის ძალზე წარმატებული გამოდგა: როგორც იცით, “ბლაუგრანამ” “რეალის” მიერ შაბათს განცდილი მარცხით ისარგებლა, თავისი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
“თითოეული გამარჯვება ძნელი მოსაპოვებელია, ვინაიდან სირთულეები ყველა მატჩში გვხვდება. მოგების აუცილებლობის განცდა გუნდის სტიმულირებას ახდენს, თუმცა ზოგჯერ, ეს შეგრძნება შეიძლება, საზიანოც კი იყოს. მთავარია, იცოდე, როგორ იმოქმედო ასეთ სიტუაციებში. ახლა სეზონის გადამწყვეტი მონაკვეთი იწყება და იმედი მაქვს, ამ გამოწვევას სრული მზადყოფნით ვხვდებით. ჩვენ იმ პოზიციაზე ვართ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ, მაგრამ სიფრთხილის გამოჩენაა საჭრო. ჩვენი თამაშის დონის ამაღლების მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ,”-ამბობს ლუის ენრიკე.